კომპანია „NAG GEORGIA” შეიქმნა 2011 წელს. ამ დროიდან მოყოლებული ეწევა ხარისხიანი ცეცხლმქრობი მოწყობილობების იმპორტს საქართველოში ისეთი წამყვანი ქვეყნებიდან, როგორიც ისრაელი, დუბაი და თურქეთია. ფირმას მჭიდრო კონტაქტი და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს ისრაელში ცნობილ ფირმასთან „მატაელთან“ და დუბაის წამყვან კომპანია „NAFFCO”’-სთან. „NAG GEORGIA” ქართულ ბაზარს სთავაზობს ახალ, ხარისხიან პროდუქციას: ცეცხლმქრობები, სახანძრო სიგნალიზაციის მონტაჟი, სამზარეულოს ავტომატური ქრობა,წყლით ქრობის ავტომატური სისტემა.გარდა ამისა „NAG GEORGIA” ღებულობს შეკვეთებს სახანძრო ტექნიკაზე და მის ეკიპირებაზე.სახანძრო სისტემების მონტაჟს ახორციელებს კვალიფიცირებული თანამშრობლები.